"ეს ყველაფრის მკადრებელი არამზადა, ბავშვზე ასეთი რამ როგორ უნდა თქვა?"

"ეს არის ყველაფრის მკადრებელი არამზადა, – ბავშვზე ასეთი რამ როგორ უნდა თქვა?! ყველათი და ყველაფრით სპეკულაცია როგორ შეიძლება?! რა ექიმი, რის პირადი მარაგი?" - ასე ეხმიანება ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მის შვილს ღორის გრიპი ჰქონდა და რომ არა პირადი ნაცნობობა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, სამკურნალო პრეპარატს ვერ იშოვნიდა, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ მისი დროულად შემოტანა ვერ შეძლო.