დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეკლესიას ექნება საუბარი და დისკუსია უკრაინის ეკლესიასთან, ხოლო ხელისუფლებას – ხელისუფლებასთან

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ეკლესიას ექნება საუბარი და დისკუსია უკრაინის ეკლესიასთან, ხოლო ხელისუფლებას – ხელისუფლებასთან

დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე ეკლესიას ექნება საუბარი და დისკუსია უკრაინის ეკლესიასთან, ხოლო ხელისუფლებას ექნება საუბარი და დისკუსია ხელისუფლებასთან, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, შეკითხვის საპასუხოდ, რატომ არ ეხმაურება საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინისთვის. შესაბამისად, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით იქნება მიღებული, წაადგება ჩვენს პარტნიორ ქვეყანას თავისი პოზიციების განმტკიცებისთვის, თავისი დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის და საზოგადოებრივი ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა თალაკვაძემ.