“კაცი რომ ქალზე ამ ტერმინოლოგიით ილაპარაკებ, იმ კაცის ფასი კაპიკია…”

“კაცი რომ ქალზე ამ ტერმინოლოგიით ილაპარაკებ, იმ კაცის ფასი კაპიკია…”

 “სარეველა პრეზიდენტი. არაფერზე არ აქვს პოზიცია. უკრაინის ავტოკეფალიაზე იბოდიალა. მოსამართლეებზე არ მეხებაო. პროპორციული არჩევნები ჩემი საქმე არააო. არაფერთან არაფერ შუაში არ ვარო. მოკლედ, თვითგამოცხადებული “ვირის ხორცი ვარო”

პ.ს. ისე კი ინამუსა. საფრანგეთის პენსიას ვიღებ და საპრეზიდენტო ხელფასს ქველმოქმედებაში გავუშვებო”, – ამ სიტყვებით შეაფასა “ფეისბუქის” პირად გვერდზე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ 11 იანვარს გამართული პრესკონფერენცია.

უგულავას მხრიდან გამოთქმული მოსაზრება გააკრტიკა ჟურნალისტმა თამარ ლეფსვერიძემ:

“შეიძლება გააკრიტიკო ნებისმიერი, მაგრამ კაცი რომ ქალზე ამ ტერმინოლოგიით ლაპარაკებ, იმ კაცის ფასი კაპიკია…

რაც შეეხება მოსამართლეებს!!!

აი, სალომე იქეთ იყოს და ახლა ლომ შეწუხდით ამ მოსამალთლეებით, თქვენს დაკვეთებს რომ ასრულებდნენ, მაშინ არ იყვნენ უნამუსოები?! მაგიტომ ხართ ზუსტად ერთნაირები თქვენც და ეგენიც – შერჩევითი სამართლის გამო!”, – დაწერა სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა, პოსტის კომენტარებში კი დაურთო: “აი, უკვე ძალიან ყელში არიან ამ უტიფრობით, ძალიან! ამ მოსამართლეების თემაზე მაინც ნუ კითხულობ მორალს! მაგრამ, არა! უტიფრობის ზენიტში არიან!”