ოკუპირებულ აფხაზეთში გრიპის ვირუსი გავრცელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში გრიპის ვირუსი გავრცელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში გრიპის ვირუსი გავრცელდა. არის თუ არა ეს H1N1 უცნობია, რადგან რაიონში არ არსებობს ისეთი ლაბორატორია, სადაც ე.წ. ღორის გრიპის შტამის დადგენაა შესაძლებელი.

ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კი მხოლოდ გალის საავადმყოფოს უკვე რვა ადამიანმა მიმართა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა, გრიპის გავრცელების საშიშროების გამო, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთაზე ორთვიანი შეზღუდვები დააწესა.