პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დროებით შესაძლოა, დავით მათიკაშვილმა უხელმძღვანელოს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დროებით შესაძლოა, დავით მათიკაშვილმა უხელმძღვანელოს

ხვალ საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაა ჩანიშნული, სადაც დეპუტატ დავით მათიკაშვილისთვის  კომიტეტის თავმჯდომარეობის მოვალეობის შესრულებაზე იმსჯელებენ.

 დღის წესრიგის თანახმად, კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე მხოლოდ ერთი საკითხის განხილვა იგეგმება – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 36-ე მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის დავით მათიკაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დავალება.

შეგახსნებეთ, 2018  წლის მიწურულს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა  კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა.