ილია მეორე:  სიმძიმის მიუხედავად, მაინც მადლობას ვწირავთ უფალს გასული წლისთვის

ილია მეორე: სიმძიმის მიუხედავად, მაინც მადლობას ვწირავთ უფალს გასული წლისთვის

დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა, რომ გასული წელი მძიმე წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის.

2018 წლის შეჯამებისას პატრიარქმა აღნიშნა, რომ სიმძიმის მიუხედავად ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ და ვთხოვოთ, რომ 2019 წელი სიხარულით იყოს აღვსილი.

"დღეს ვაცილებთ ძველ წელს. გასული წელი იყო მძიმე წელი როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის. ღმერთმა ინებოს სიხარულით იყოს აღვსილი 2019 წელი. მიუხედავად სიმძიმისა მაინც მადლობას ვწირავთ უფალს გასული წლისთვის",- აღნიშნა პატრიარქმა.

ქადაგების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესმა სამადლობელი პარაკლისი აღავლინა.