აფხაზეთის „ვიცე-პრეზიდენტი“ შეიძლება დე ფაქტო პარლამენტის სომეხი დეპუტატი გახდეს

აფხაზეთის „ვიცე-პრეზიდენტი“ შეიძლება დე ფაქტო პარლამენტის სომეხი დეპუტატი გახდეს

უახლოეს მომვალში შეიძლება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პოლიტიკურ სცენაზე სერიოზული ცვლილებები მოხდეს, რომელიც მარტში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. სხვადასხვა აფხაზური წყაროების ცნობით, მოქმედ „პრეზიდენტ“ რაულ ხამჯიმბას ე.წ. არჩევნებისათვის „ვიცე-პრეზიდენტობის“ კანდიდატად დე ფაქტო პარლამენტის სომხური წარმომავლობის წევრი, ლევონ გალუსტიანი ჰყავს შერჩეული.

ეს ცნობა „ოფიციალურად“ ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში აქტიურად განიხილება.

ხაჯიმბას ასეთ შესაძლო არჩევანს აფხაზეთში იმით ხსნიან, რომ უშალოდ აფხაზებში მისი ავტორიტეტი მკვეთრად დაეცა. ბოლო არჩევნები მან პრაქტიკულად გალელი ქართველების ხარჯზე მოიგო, თუმცა ახლა იგივეს გამოერობა გაუჭირდება, რადგანაც გალელების უმეტესობა „აფხაზური პასპორტებისა“ და შესაბამისად, „არჩევნებში“ მონაწილეობის უფლების გარეშეა დარჩენილი.

აქედან გამომდინარე, ხაჯიმბა აფხაზეთის მრავალრიცხოვან ხომხურ დიასპორაზე დებს ფსონს და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად სომეხის დასახელებით შეეცდება მათი ხმების მიზიდვას.

გავრცელებული ინფორმაციით, მოქმედ „პრეზიდენტ“ რაულ ხაჯიმბას რეიტინგი რომელიც მოსახლეოაბში საკმაოდ  ეცემა, ახალი ხმების მოძიებას საჭიროებს. გალის ქართული მოსახლოება, რომელსაც მოქმედი ხელისუფლება ყოველთვის აიძულებდა მხარი დაეჭირა სახელისუფლებო  კანდიდატისთვის, ამ ეტაპზე არჩევნებში მონაწიოებას ვერ მიიღებს, იმ მიზეზით, რომ მათ ხელისუფლებამ აფხაზური პასპორტები გააუქმა.  ამიტომ ხაჯიმბა საპრეზიდენტო არჩევნებში წარმატების მისაღწევად ეთნიკურად სომეხი ელექტორატის მომხრობას შეეცდება.

პოლიტოლოგ პაატა ზაქარიეშვილის თქმით, ამ ვერსიას არანაირი საფუძველი არ აქვს, რადგან აფხაზეთში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ეთნიკურად აფხაზის  გარდა არავის დანიშნავენ.

„მე ვფიქრობ, რომ ეს ინფორმაცია საფუძველს მოკლეულია. მართალია, ეთნიკურად სომეხი ელექტორატის ხმები ყოველთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი დე ფაქტო არჩევნების დროს, მაგრამ გამარჯვების მოპოვება დიდ წილად გუდაუთა-ოჩამჩირის ბალსანსზეა დამოკიდებული. 

„რაც შეეხება „ვიცე-პრეზიდეტის“ თანამდებობას, მიუხედავად იმისა, რომ ის მნიშვნელოვანი ფიგურა არ არის, ამ თანმდებობაზე ეთნიკურად აფხაზის გარდა არავის  დანიშნავენ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.