კლინიკაში ვირუსით ინფიცირებულთა მომართვიანობის პიკმა გადაიარა

კლინიკაში ვირუსით ინფიცირებულთა მომართვიანობის პიკმა გადაიარა

იაშვილის კლინიკის დირექტორის ივანე ჩხაიძის  განცხადებით კლინიკაში ვირუსით ინფიცირებულთა მომართვიანობის პიკმა გადაიარა.

“შეიძლება ითქვას, რომ მომართვიანობის პიკმა გადაირა. დეკემბრის 3-4 კვირა იყო ყველაზე მარალი მომართვიანობით. ამავე პერიოდში დაფიქსირდა ყვეალზე მაღალი ლაბორატორულად დადასტურებული შემთხვევა, ყველაზე მეტი გართულებით მიმიდინარე შემთხვევა.

პირველი კვირას 15-20 %-ით არის შემცირებული მომართვიანობა, ჰოსპიტალიზაცია, თუმცა, ძალიან მაღალ ციფრებზე რჩება ნოემბერთან და ოქტომბერთან შედარებით. ორჯერ მეტია ჩვენთან ამ დაავადებით ვიდრე, ეს სექტემბერში, ოქტომბერსა და ნოემბერში იყო”,-განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან გადაუდებელი ამბულატორული მომსახურება ყველასთვის უფასო ხდება. დღეიდან ანტივირუსული მედიკამენტი „ტამიფლუ“ საქართველოს ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა. პრეპარატ „ტამიფლუს“ მოსახლეობისთვის სახელმწიფო სუბსიდირებით გაცემაზე გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო.