ეს თავმოყვარეობის საკითხია... ჯობდა ფრანგული პენსია ჩაერიცხა საქველმოქმედო ფონდში

ეს თავმოყვარეობის საკითხია... ჯობდა ფრანგული პენსია ჩაერიცხა საქველმოქმედო ფონდში

„პრეზიდენტმა ფაქტობრივად თქვა, რომ ის ყველაფერზე ხელს დაიბანს," - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის რანგში გამართული პირველი პრესკონფერეცია.

მისი თქმით, ზურაბიშვილმა მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარს გვერდი აუარა და შესაძლოა მომავალში ხელისუფლების პოლიტიკის უპირობო მხარდამჭერ პრეზიდენტად მოგვევლინოს.

საქართველოს პრეზიდენტმა პარასკევს გამართულ პრესკონფერეციაზე მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და ჩარევას არ აპირებს.

ასევე მან თქვა, რომ პრეზიდენტი არ არის ის პირი, რომელსაც შეუძლია მისცეს რამე რჩევა თუ მითითება ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შედგეს უვადოდ დასანიშნ მოსამართლეთა სია.

„პრესკონფერეციაზე რეალურად არაფერზე საუბარი არ ყოფილა. არც შეფასება ყოფილა, თუ რა ხდება ქვეყანაში; არც იმის შეფასება, თუ რა ხდება ქვეყნის გარეთ. ყველა საკითხს აუარა გვერდი და განაცხადა, რომ ეს მის კომპეტეციაში არ შედის გარდა ერთისა, როდესაც ლაპრაკი იყო ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონზე.

„თუ მას სათქმელი სხვა არაფერი ჰქონდა, არ მგონია, რომ ამისთვის პრესკონფერეციის მოწვევა იყო საჭირო. რატომ მოიწვია პრესკონფერეცია, გაუგებარია. მან ფაქტობრივად თქვა: „მე ყველაფერზე ხელს დავიბან".

„თუ ამ განცხადებით ვიმსჯელებთ, მოლოდინი ბევრი არაფრის არ უნდა გვქონდეს. მომავალში ის იქნება ან საერთოდ არაფრის მთქმელი, ან ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერი. უფრო მეორეა მოსალოდნელი, რომ იყოს პოლიკიტიკის მხარდამჭერი," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

მან პრეზიდენტის ის გადაწყვტილებაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც იგი უარს ამბობს საპრეზიდენტო ხელფასსზე და აცხადებს, რომ მას საფრანგეთის დაგროვებითი პენსია სრულებით ეყოფა. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ ჯობდა ზურაბიშვილს საპრეზიდენტო ხელფასზე უარი არ ეთქვა და ქველმოქმედებისთვის სწორედ საფრანგეთიდან მიღებული პენსია გაეღო.

„ეს თითქოს, ასე ვთქვათ, დიდსულოვანი ჟესტია, მაგრამ, მეორე მხრივ, თავმოყვარეობის საკითხიცაა. როდესაც პეზიდენტი გყავს საფრანგეთის პენსიონერი, ეს საერთოდ ნორმალურად აღიქმება?! ჯობდა პენსია არ აეღო და თუ იურიდიული მხარე ხელს არ უშლიდა, ის პენსია გადაერიცხა საქველმოქმედო ფონდში. ეს გაცილებით უკეთესი იქნებოდა, ვიდრე ის, რაც თქვა. იმიტომ, რომ ახლა გამოდის, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის საფრანგეთის პენსიონერი.

„მე, ყოველ შემთხვევაში, ასეთ სიტუაციას არანორმალურ ვითარებად აღვიქვამ. არ მგონია, რომ ასეთი რამ უნდა გააკეთოს საქართველოს პრეზიდენტმა," - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.