გიგი უგულავა ნაკერავზე იხეოდა და უკნიდან ბოლი გასდიოდა

გიგი უგულავა ნაკერავზე იხეოდა და უკნიდან ბოლი გასდიოდა

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში გიგი უგულავას სატელევიზიო გამოსვლის შესახებ წერს. მისი თქმით უგულავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეებს მონსტრებს უწოდებდა, რაც აბსურდია, რადგან წლების წინ მათი უფროსები “ნაციონალური მოძრაობის”  წევრები გახლდნენ.

“გუშინ ტელევიზორში გიგილო უგულავა ნაკერავზე იხეოდა, ოფლად იღვრებოდა და უკნიდან ბოლი გასდიოდა, მურუსიძე, ჩინჩალაძე და სხვა მოსამართლეები მონსტრები არიანო. შე ტარტაროზო, მაგათი “უმფროსები” თქვენ იყავით, თუ მონსტრები არიან, თავად რას გვეპატრიოტებით, უარესები არ გამოდიხართ?! ვააახ, კაცოოო, ლამისაა იმ ჭკუაზე დავდგე, მურუსიძე და ჩინჩალაძე გამოვიხსნა ამათი კლანჭებიდან!”-წერს გელა ზედელაშვილი.