"ესენი ვინ ჩემი რომანაგოცირიძეები არიან?"

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალური ქსელის საშუალებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს რომ მიხელი სააკაშვილის მიერ შექმნილი სასამართლო სისტემა უნდა დაინგრეს.

"ჩვენ ჩავიციკლეთ იმ 10 ცალ “მოსამართლეზე”. ვღელავთ, ვაკრიტიკებთ, ზოგიერთებმა შაჰიდის ქამარიც შეიბეს. ამ ერთ კონკრეტულ შემთხვევაში მთავარი უბედურებები – იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საერთოდ სასამართლო სისტემა, სსკ-ს უამრავი მუხლი (მაგ: ცილისწამების არარსებობა) მივივიწყეთ. მურუსიძე, ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი, ეს ვიღაც მეთოფიშვილი (საიდან გამოეკვეხა?) დ. ა.შ. ვინ ჩემი რომანაგოცირიძეები არიან? სისტემა, ეს უსაზიზღრესი სისტემა უნდა დაინგრეს!

მიშას (სხვათა შორის ეს თემა იცოდა) მოფიქრებული სისტემა უნდა დაინგრეს, თორე ხომ ხედავთ, ამ კრიტერიუმებით მურუსიძე აზდაკზე უკეთესი მოსამართლე და ცქიტიშვილი სოლონზე მაგარი კანონმდებელი ყოფილა. შაჰიდებთან საქმე არ მაქვს, მეშინია მათი ამაყად აფეთქების. მოვსპოთ ეს მარაზმი და დედას გეფიცებით, საქართველო უმაგრესი სახელმწიფო იქნება!" - წერს გია გაბრიჭიძე.