„მე ვარ ფრანგი პენსიონერიო“

„მე ვარ ფრანგი პენსიონერიო“

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა. რომლის ფარგლებშიც დასმულ კითხვებსაც მან თავი აარიდა სხვადასხვა მიზეზებით, მათ შორის იმ განცხადებით, რომ იგი აღარ არის პოლიტიკოსი და მთავრობაზე წინ ვერ გააკეთებს განცხადებებს თუნდაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე.

აღნიშნულს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნკა მელია ეხმაურება:

„მან თქვა, რომ არ მაინტერესებს არაფერი, რაც ამ ქვეყანაში ხდება. არ მაინტერესებს, რა ხდება სასამართლო სისტემაში. არ მაინტერესებს რა ხდება უკრაინაში, არ მივულოცავ უკრაინელებს, კონფლიქტი არის მართველ გუნდში? არ მაინტერესებს. არ მაინტერესებს, რატომ? იმიტომ, რომ მე ვარ ფრანგი პენსიონერიო და მეცით პატივი, როგორც ფრანგ პენსიონერსო,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.