საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და ძალიან ბევრ საკითხზე, რომლებზეც ჟურნალისტებმა კითხვები დაუსვეს აღნიშნა, რომ მას არ ეხებოდა.
აღნიშნულს ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ზურაბიშვილმა დღეს ყველაფერზე "ხელები დაიბანა". პილატე რომაელიდან სალომე პარიზელამდე“, - წერს გია ხუხაშვილი.