daily mail: შესაძლოა საქართველოში იმალებოდეს მკვლელობაში ბრალდებული ბრიტანელი, რომლის შესახებ ინფორმაციაზეც 25 000 £ დაწესებული

daily mail: შესაძლოა საქართველოში იმალებოდეს მკვლელობაში ბრალდებული ბრიტანელი, რომლის შესახებ ინფორმაციაზეც 25 000 £ დაწესებული

ბრიტანელი ჯეკ შეპარდი, რომელსაც 24 წლის შარლოტა ბრაუნის მკვლელობისთვის 6 წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს მისჯილი და ძებნაში იმყოფება, შესაძლოა საქართველოში იმყოფებოდეს. ამის შესახებ საუბარია dailymail-ის მიერ 7 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში. საქართველოს გარდა საუბარია ესპანეთზეც.

შემთხვევა 2015 წლის დეკემბერში მდინარე ტემზაზე მოხდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჯეკ შეპარდი კატერს გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა, რის გამოც სატრანსპორტო საშუალება გადაბრუნდა და ახალგაზრდა ქალი მდინარე ტემზაში აღმოჩნდა, რის შედეგადაც ის დაიღუპა. შეპარდმა გოგონას დახმარება არ სცადა და შეცდომაში შეიყვანა სამაშველო სამსახურიც.

შეპარდი 2018 წლის ზაფხულში გაუჩინარდა, მანამდე ვიდრე აღნიშნულ საქმეთან დაკავშირებით სასამართლო პროცესები დაიწყებოდა. მიუხედავად იმისა რომ ის გამოძიებას გაექცა და ემალება, შეპარდი თავის ადვოკატებს ეკონტაქტება და ისინი სასამართლოზე მის ინტერესებს იცავენ.

Daily Mail პირს, რომელიც ჯეკ შეპარდის შესახე ინფორმაციას მიაწვდის, 25 ათას ბრიტანულ ფუნტს გადასცემს.

Daily Mail -ი შესაბამის საკონტაქტო ინფორმაციასაც აქვეყნებს Crimestoppers 0800 555 111, Scotland Yard on 0208 721 4005, the Mail newsdesk 0203 615 1154, ან email reward@dailymail.co.uk