“რა ლუგარი, რის ლაბორატორია, ხალხო, გადაირიეთ? ნა##@რი იგორა გიორგაძის “უტკებს” როგორ იჯერებთ?”

“რა ლუგარი, რის ლაბორატორია, ხალხო, გადაირიეთ? ნა##@რი იგორა გიორგაძის “უტკებს” როგორ იჯერებთ?”

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

რა ლუგარი, რის ლაბორატორია, ხალხო, გადაირიეთ? ამ რუსულ ფეიკებს და ნაბოზარი იგორა გიორგაძის “უტკებს” როგორ იჯერებთ?

ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში და არც იმის ილუზია მაქვს, რომ ზესახელმწიფოები აქ არ გააკეთებენ იმას, რის გაკეთების უფლებაც მათ საკუთარ ტერიტორიაზე არა აქვთ. მაგრამ რაც ვიცით, იმის საფუძველზე შეგვიძლია გავაკეთოთ ანალიზი:

1) ლაბორატორიაში ტარდება მეცნიერული კვლევები და ცდები შავ ჭირზე, ჯილეხზე, ებოლაზე თუ სხვა მძიმე ინფექციურ დავადებებზე, მაგრამ არცერთი შტამის გამოჟონვის და საქართველოში გავრცელების შემთხვევა ჯერ არ ყოფილა.

2) ე.წ. ქათმის, ღორის თუ ბეჰემოთის გრიპები მხოლოდ პოპულარული, კომერციული და საშიში დასახელებაა იგივე ინფექციური დაავადებისა, რომელიც საუკუნეების მანძლზე არსებობს და ისევე, როგორც სხვა ცოცხალი ორგანიზმები მუტაციას განიცდის, იხვეწება. შესაბამისად, მასთან ბრძოლაც რთულდება.

3) იმავ აშშ-ში, ამ გრიპით გაცილებით მეტი ადამიანი ავადდება და იხოცება, პროცენტულად რომ გამოვიანგარიშოთ. საკუთარ მოსახლეობასაც გენოციდს უწყობენ?

4) ბოლო და მთავარი: ვისაც შეთქმულების თეორიები და ერის ხსნის წყურვილი არ გასვენებთ, აგერ, გენოციდის ყველაზე დიდი წყარო და საფრთხე, ერთპარტიულობაა! აღარც შეთქმულება უნდა ამას და აღარც თეორია. როდესაც პრაქტიკაში ერთი ჯგუფი, ერთი ხროვა ჭამს, მართავს, და ცდილობს მუდამ იყოს ხელისუფლებაში ყველა დანარჩენის ხარჯზე! ეს იყო და დღესაც არის ჩვენი ყველა წარუმატებლობის და უბედურების სათავე…