"გაიხარე ერო ბედნიერო, ზურაბიშვილმა ივანიშვილის დავალებით პირველი ბრიფინგი გამართა“

"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს სოციალური ქსელით ეხმაურება. ნათელაშვილის თქმით, პრეზიდენტმა პირველი ბრიფინგი ბიძინა ივანიშვილის დავალებით გამართა.

„ე.წ პრეზიდენტის პირველი საერთო ბრიფინგი და ივანიშვილის პირველი დავალების შესრულებაც, ცილისწამებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებაზე. ეს კი ნიშნავს იმათ ციხეში დაჭერას ვინც ვიტყვით, რომ მაგალითად, ბიძინას დანაშაულებრივ პოლიტიკას ეწირებიან ადამიანები, ან ივანიშვილი არის ნარკობარონი, ან, რომ მას აქვს ოფშორებში ფულის გასარეცხი კომპანიები და სხვა ყველაფერი რასაც ვამბობთ. სხვათა შორის ეს მოთხოვნა ჯერ პატრიარქს გააჟღერებინეს ეპისტოლეში. გაიხარე ერო ბედნიერო!!!“,- წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.