სარეველა პრეზიდენტი, არაფერზე არ აქვს პოზიცია - უგულავა ზურაბიშვილს აკრიტიკებს

სარეველა პრეზიდენტი, არაფერზე არ აქვს პოზიცია - უგულავა ზურაბიშვილს აკრიტიკებს

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენციას ეხმაურება.

უგულავს თქმით, ზურაბიშვილს არაფერზე არ აქვს პოზიცია და სწორედ ამიტომ მას სარეველა პრეზიდნტად მოიხსენიებს.

"სარეველა პრეზიდენტი. არაფერზე არ აქვს პოზიცია. უკრაინის ავტოკეფალიაზე იბოდიალა. მოსამართლეებზე არ მეხებაო. პროპორციული არჩევნები ჩემი საქმე არააო. არაფერთან არაფერ შუაში არ ვარო. მოკლედ, თვითგამოცხადებული "ვირის ხორცი ვარო"

პ.ს. ისე კი ინამუსა. საფრანგეთის პენსიას ვიღებ და საპრეზიდენტო ხელფასს ქველმოქმედებაში გავუშვებო“, - წერს უგულავა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა, რომ პრეზიდენტის ხელფასს არ აიღებდა.