სალომე ზურაბიშვილი ხელფასზე უარს ამბობს და პენსიით ცხოვრებას აპირებს

სალომე ზურაბიშვილი ხელფასზე უარს ამბობს და პენსიით ცხოვრებას აპირებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის საპრეზიდენტო ხელფასს სპეციალურ ფონდში გადარიცხავს.

„რადგან ახალ ვითარებაში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი გაუქმებულია. ქველმოქმედების, ნოვაციის ხელშეწყობის აუცილებელია, პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი ამ ქმედებების, ამიტომ გადაწყვიტე, მოვძებნოთ ფორმა, რომ ჩემი ეგიდით და საზოგადოებრივი პირების დახმარებით კერძო საწყისზე შეიქმნას ფონდი, სადაც მე პირველ რიგში გადავრიცხავ ჩემს ხელფასს. იმედი მაქვს, სხვებიც გამომყვებიან.

მე უკვე ვღებულობ დაგროვებით პენსიას საფრანგეთში, ამიტომ შემიძლია პრეზიდენტის სარგო მოვახმარო ამ საქმეებს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე.