“ძალიან მძიმედ ვართ…”

“ძალიან მძიმედ ვართ…”

გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ გაცემასთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას, ჟურანლისტი თამარ ლეფსვერიძე პასუხობს:

“ძაან მძიმედ ვართ, რა…

ტიპები წერენ, რად გვინდა თქვენი უფასო “ტამიფლუო”! არ გინდათ და მაგერ თქვენ და აგერ ღორის გრიპი, გიტეხიათ კინჩხი და კისერი!

ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა და სულ არ მაინტერესებს ვისი ფული იხარჯება ამაში! ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული ამქვეყნად არაფერია!”, – წერს ლეფსვერიძე “ფეისბუქის” გვერდზე, პოსტის კომენტარებში კი დასძენს: – “კრიტიკასა და იდიოტიზმს შორის სხვაობას უნდა ხედავდეს ადამიანი…” “რაც უნდათ ის უქნიათ! მე ძალიან გამიხარდა ეს ამბავი!” “ქვეყანაში ადამინები ვირუსის გამო რომ იღუპებიან და მთავრობა გეუბნება, მაგას უფასოდ ვუმკურნალებო, ეს კაი ამბავია და კაის დანახვაც შეიძლება.”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.

„აღსანიშნავია, რომ პრეპარატი თავიდანვე უფასოდ მიეწოდებოდათ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს. მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის – პიკის განმავლობაში, „ტამიფლუ“ უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც ექიმის დანიშნულება ექნება. მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავადობის შემცირებას“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.