"დაიწყო „ქართული ოცნების“ დაშლის მეორე ეტაპი"

მმართველ გუნდში არსებულ მწვავე დაპირისპირებას ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე “ქართული ოცნების“ დაშლის მეორე ეტაპს უწოდებს.

გოცირიძე თემის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ ბესელიასა და მისი თანამოაზრეებისთვის გუნდის მხრიდან მეამბოხეებად მოხსენიება მათი დამნაშავეებად გამოცხადებას ნიშნავს.

დეპუტატის თქმით, პარლამენტი იმ სიას დაამტკიცებს, რაც ბიძინა ივანიშვილს სურს.

„ქართულ ოცნებაში“ ვითარება გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ჩანდა. ფაქტობრივად, დაიწყო „ქართული ოცნების“ დაშლის მეორე ეტაპი...

გუშინდლამდე ეს ადამიანები თუ იყვნენ დისციპლინის დამრღვევები, დღეს მათ უკვე უწოდეს მეამბოხეები ამ დახურულ შეკრებაზე, კაჭრეთში. მეამბოხე ნიშნავს დამნაშავეს. ფაქტია, რომ დღეს ჩვენ უკვე საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან. იქნება ის სია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი დაადგენს, დიდი ალბათობით, მათი მიზანია, ამ სიის მთავარი ფიგურანტების გაყვანა,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა.