ხვალიდან „ტამიფლუ“ ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა

ხვალიდან „ტამიფლუ“ ყველა მოქალაქეზე უფასოდ გაიცემა

ხვალიდან ანტივირუსული მედიკამენტ „ტამიფლუ" არამხოლოდ რისკ-ჯგუფებისთვის, არამედ ყველა მოქალაქისთვის უფასოდ გაიცემა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

„მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს ყველა მოქლაქეზე ანტივირუსული პრეპარატი გაიცეს სახელმწიფო სუფსიდირებით, ანუ მოქალაქეებზე გაიცეს უაფსოდ, ხვალ დავიწყებთ ამის განხორციელებას", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამ დრომდე, „ტამიფლუ" უფასოდ გაიცემოდა რისკ-ჯგუფის პაციენტებისათვის, ექიმის დანიშნულების (ფორმა N100) საფუძველზე მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან.

რისკ-ჯგუფში შედიან: სოციალურად დაუცველები, ასაკით პენსიონერები, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები (გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; ფილტვის ქრონიკული დაავადებები; დიაბეტი; ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები), ონკოლოგიური პაციენტები, ბავშვები.