"პარლამენტარებს ვთხოვ, არ შერცხვნენ შვილების წინაშე და თავი დააღწიონ მონობას"

"არა მგონია ასეთი თავსატეხი იყოს მოსამართლეების თემა, რადგან ზედაპირზე დევს მოქმედებები ადმიანისა, რომელიც წლების განმავლობაში გახლავთ ქვეყნის კადრებთუხუცესი. როგორც ჩანს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო დიდი ღელვა, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც მისთვის პერსონალურად მიუღებელია, სასწრაფოდ მოგვარდეს, დანარაჩენებს კი თავში ქვა უხლია" - ასე აფასებს მმართველ გუნდში შექმნილ სიტუაციას პოლიტიოლოგი სოსო ცისკარიშვილი.

"საქართველოს მართლმსაჯულებას განსაზღვრავს ის მოსამართლე, რომელიც წლების წინ ევროპული სასამართლოს მიერ გამოცხადებული იყო, როგორც მიუღებელი სასამართლო სისტემისთვის. ყველანი ვსაუბრობდით ამაზე, მაგრამ ნაბიჯი არავის გადაუდგამს კადრებთუხუცესისთვის აეხსნა, რომ ეს არის ცუდი. ყველა თავის ნაჭუჭში იმალებოდა და შედეგიც სახეზეა.

დღეს მოვლენები ერთი ადამიანის სულისკვეთებით მიმდინარეობს. "ოცნება" არის ერთი ადამიანი, რომელსაც სულაც არ ანაღვლებს, რომ ქართული დემოკრატია იფშვნება, დანარჩენები კი მასზე ბაწრით არიან მიბმული. პირადად მე ეს არ მიკვირს, როგორც კი ვნახე რა მდგომარეობა შეიქმნა 2016 წლის არჩევნების შემდეგ, მქონდა შესაძლებელობა გამეფრთხილებინა ჩვენი საზოგდაოება, რომ ევროპულ დემოკრატიას კი არ ვუახალოვდებით, ქართული ბიძინოკრატიის სივრცეში ვრჩებით.

"ნორჩი ლენინელი" ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე 100%-ით ცდილობს, ქვეყანაში ბიძინოლოგიამ გაიმარჯვოს, რომელსაც ალბათ მალე სკოლებშიც ასწავლიან. ვფიქრობ, დროულად უნდა წარმოვაჩინოთ ყველა ის საფრთხე, რომელიც ასეთი გადაწყვტილებებით ავნებს ქვეყანას. პარლამენტარებსაც ვთხოვ, არ შერცხვნენ თავისი შვილების წინაშე და თავი დააღწიონ მონობას" - განაცხადა "რეზონანსთან" სოსო ცისკარიშვილმა.