ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება პარტიაში მიმდინარე პროცესებზე და მოსამართლეთა საკითხზე, პრინციპში დაემთხვა ჩემს შეფასებას, რომ მას აქვს ლავირების ძალიან კარგი უნარი, რაც ბევრ პოლიტიკოსს აკლია.
მან სიტუაციის შეფასების შემდეგ, საზოგადოებას აგრძნობინა, რომ არ აპირებს უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების "ხელების ამოგრეხვის" მეთოდებით გატანას, არამედ ეცდება მოძებნოს კომპრომისული ანუ "win-win" გადაწყვეტა.
წესით, ამ განცხადებამ მხარეები დროებით უნდა დააშოშმინოს