ვიდრე ადამიანები პირს გააღებენ, თავის გულში ჩაიხედონ, რამდენად გულწრფელები არიან თავის სიტყვებში, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გია ვოლსკის მიერ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც „ამ პოზიციებით ერთ გუნდში ყოფნა შეუძლებელია".
მისივე თქმით, ეკა ბესელია ორშაბათს ყველა საკითხზე თავად ისაუბრებს.
„ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ორააბათს ექნება ურთიერთობა მედიასთან და ისაუბრებს ყველა საკითხზე. მის მაგივრად სხვას ვერ შევაფასებ. თუმცა, ერთ რამეს ვიტყვი, სანამ ადამიანები პირს გააღებენ, თავის გულში ჩაიხედონ, რამდენად გულწრფელები არიან თავის სიტყვებში", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მეორე პლანზე იწევს გარიცხვის საკითხი.