ჯერჯერობით უცნობია როდის გამოკითხავს პროკურატურა ვატო წერეთელს

ჯერჯერობით უცნობია როდის გამოკითხავს პროკურატურა ვატო წერეთელს

უცნობია როდის გამოკითხავს პროკურატურა ”თიბისი ბანკის” გახმაურებულ საქმეზე ერთ-ერთ მთავარ  ფიგურანტს და კომპანიების წილის მფლობელს ვატო წერეთელს. 

როგორც  ”2020news ” უწყებაში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი და ჯერჯერობით არ არის კონკრეტული ვადა განსაზღვრული თუ როდის მოხდება წერეთლის გამოკითხვა.

“გამოიკითხება საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირი, რაც შეეხება წერეთლის გამოკითხვის დროს, ჯერ-ჯერობით უცნობია“, - განაცხადეს უწყებაში.

შეგახსენებთ,  მთავარმა პროკურატურმა  გამოძიება “თიბისი ბანკიდან” შემოსავლების  უკანონო ლეგალიზაციის  ფაქტზე დაიწყო, რომლის მთავარი ფიგურანტი მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელია.

როგორც კომპანიების  მეწილე ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი და კომპანიების წილის მფლობელი ვატო წერეთელი არ გამოუკითხავს. როგორც თავად  წერეთელი აღნიშნავს,  მისთვის გაუგებარია რას იძიებს პროკურატურა, როდესაც ამ დრომდე არ არის თავად გამოკითხული. 

საქმეს ეხება 2008 წელს აპრილში და მაისში მომხდარ ფაქტს, ავთანდილ წერეთლის კომპანიებმა  შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს "სამგორი M”-მა, "თიბისი ბანკისგან", დაჩქარებული წესით 17 მილიონ აშშ დოლარის მიიღეს. ამის შემდგომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ  იგივე ოდენობის 17 მმილიონი დოლარი ისესხეს აღნიშნული კომპანიებიდან. "სამგორი თრეიდს“ და შპს "სამგორი M”-ს  აღნიშნული სესხები ბანკიდან ჩამოეწერათ ვალების გასტუმრების გარეშე.