სააფთიაქო ქსელებმა ანტივირუსულ პრეპარატ "ტამიფლუზე" ფასების დაწევა დაიწყეს. როგორც "ავერსის" სააფთიაქო ქსელში აცხადებენ პრეპარატს ისინი უკვე თვითღირებულებაზე ნაკლები ფასით ყიდიან. "ავერსში" "ტამიფლუს" ფასი ამჟამად 68 ლარია. რაც შეეხება მარაგს, როგორც "ავერსში" ამბობენ, მათ ამ დროისთვის პრეპარატი მხოლოდ რამდენიმე აფთიაქში აქვთ, თუმცა, მარაგების შევსებას სამინისტროდან ორ დღეში ელოდებიან.
გარდა ამისა, "ტამიფლუზე" ფასი შეამცირა "პეესპემ". კომპანიის მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორის, თორნიკე გურულის განცხადებით, მათ სააფთიაქო ქსელში "ტამიფლუ" თითქმის თვითღირებულების ფასად იყიდება, რაც 68 ლარს შეადგენს.