აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლის, ალექსანდრე ჩიკვაიძის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც გააჩნია ე.წ. აფხაზეთის მოქალაქის პასპორტი, ასევე ენგურჰესზე ცვლაში მომუშავე ადამიანებს; ხოლო ოკუპირებული აფხაზეთიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა შეუძლიად მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც მოწვევით იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, კარანტინი მარიონეტულმა რეჟიმმა დღეს დილას გამოაცხადა, რაც H1N1 ვირუსს უკავშირდება.