ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ემიგრანტებს მადლობას უხდის და სააფთიაქო ქსელებს აკრიტიკებს:
"ოჯახებს, შვილებს მოწყვეტილი ხალხი, მიზერულ ხელფასებზე, თან ის ფული აქაც უნდა გამოგზავნონ და თვითონაც უნდა იმყოფინონ, ხშირად ნახევრად მშივრები რომ იძინებენ, ფიქრობენ ქვეყანას როგორ დაეხმარონ.
აქ კი გაზულუქებულები, თან დეპუტატებიც რომ არიან და თან საკუთარ ბიზნესსაც რომ ლობირებენ, 300-400%-ით აძვირებენ წამლებს, გაჭირვებულ, დაავადებულ მოსახლეობაზე იწყობენ კეთილდღეობას.
თუ არ გჯერათ, რომ საქართველოში ძალიან ბევრს სჭირდება მედიკამენტები, ნახეთ ფარმაცევტული კომპანიბის "საახალწლო გათამაშების" დოლურა. რამდენი ბილეთია იქ მოთავსებული და ერთ ბილეთს, სულ ცოტა 20 ლარის წამალზე იძლევიან. ნახეთ და ყოველგვარი მათემატიკის გარეშეც მიხვდებით, რომ ამათ გაუმაძღრობას საზღვარი არა აქვს!
გაიხარეთ ემიგრანტებო პირველ რიგში ამ სითბოსთვის და მზრუნველობისთვის", – წერს გია გაბრიჭიძე.