გედევან ფოფხაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიის მიღებაზე საუბრობს. ფოფხაძე ამბობს, რომ საკითხის გარკვევის შემდეგ განიხილავს, რას მოიმოქმედებს, შეიძლება მისი რეაქცია არაადექვატურიც კი იყოს.
"თუ მოსამართლეთა ეს სია დამტკიცდა, ძალიან გავბრაზდები, ჭკუიდან გადავალ და არაადეკვატური გავხდები, აი რაში გამოიხატება ეს მერე ვნახოთ. ტერორიზმშიც შეიძლება გამოიხატოს, შეიძლება ავიფეთქო თავი, პარლამენტში ტროტილით მივიდე", - განაცხადა ფოფხაძემ "კავკასიის" გადაცემა "ბარიერში".