"მმართველი გუნდის მხარდაჭერა ამ სიისადმი ცხადია," - ეს განცხადება თბილისის ყოფილმა პროკურორმა, მაია მწარიაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებით დეკომპლექტებასთან დაკავშირებით გააკეთა.
აღნიშნულ საკითხის განსახილველად დღეს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყოფილი მოსამართლეები და იურისტები ესწრებოდნენ.
"იუსტიციის საბჭოს მდივანმა კეთილი უნდა ინებოს და თქვას, ფურცელზე როგორ დაწერა, ვინ დააწერინა ამ 10 ადამიანის სახელი და გვარი, საიდან მოხვდა, ეს უნდა მოყვეს იუსტიციის საბჭოს მდივანმა და მერე გველაპარაკოს პროცესის დამოუკიდებლობაზე.
"მმართველი გუნდის მხარდაჭერა ამ სიისადმი ცხადია. ვინც იპრანჭება, ვინც წელში ტყდება, ვისაც კიდევ ფიქრი სჭირდება, მითხარით ამ ქვეყანაში ვინმეს სჭირდება ფიქრი ჩინჩალაძის პერსონასთან დააკავშირებით?! როგორც კი აფიქსირებს ვინმე პოზიციას, რომ თურმე ჩინჩალაძის ბიოგრაფია უნდა წაიკითხოს, რომელი სკოლა აქვს დამთავრებული, ის არ იცის და თურმე ეგ ყოფილა მნიშნველოვანი, ნუ ცხადია ჩვენ გონიერი ადამიანები ვართ და ასეთი კომენტარებზე დასკვენები უნდა გავაკეთოთ," - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
შეგახსენებთ, უმრავლესობაში დაპირისპირება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უკავშირდება. 10 ადამიანისაგან შემდგარ სიას უკმაყოფილება მოჰყვა არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მხირდან, არამედ უმრავლესობის წევრებისგანაც. ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტი, მისი განცხადებით, ამ სიის გამო დატოვა.
დღესვე, "ქართული ოცნების" თავმჯდოამრემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეკა ბესელია გუნდის და გუნდურობის წინააღმდეგ წავიდა, რის გამოც მისი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.