„ღორის გრიპის“ ვირუსის გამო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს

„ღორის გრიპის“ ვირუსის გამო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს

საქართველოში დაფიქსირებული ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

„საქართველოსთან საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხი განიხილება. სავარაუდოდ ამგვარ ზომებს უშიშროების სამსახური და სასაზღვრო სამსახური განახორციელებს. აფხაზეთში შემოსვლა შეზღუდული იქნება. აფხაზეთში ამ ეტაპზე H1N1 ვირუსით დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა“, – განაცხადა დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა.