ძალიან სამწუხაროა ამ დაპირისპირების ყურება – ვერ გეტყვით, რამდენიმე წევრი მიიღებს პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას

ძალიან სამწუხაროა ამ დაპირისპირების ყურება – ვერ გეტყვით, რამდენიმე წევრი მიიღებს პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას

ძალიან სამწუხაროა ამ დაპირისპირების ყურება პარტიის შიგნით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “ქართულ ოცნებაში” განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა.

“მე ვერ გეტყვით, საბოლოოდ როგორ წავა პროცესი და შევძლებთ თუ არა უმრავლესობის შიგნით ისე დალაგდეს პროცესი, რომ გადავლახოთ ეს კონფლიქტი. ვერ გეტყვით, როგორ დამთავრდება ეს კონფლიქტი – რამდენიმე წევრი მიიღებს პარტიის დატოვების გადაწყვეტილებას, თუ პარტია მიიღებს რამდენიმე წევრთან დამშვიდობების გადაწყვეტილებას”,– განაცხადა ჩუგოშვილმა.