მმართველი გუნდის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკა ბესელიამ დაარღვია გუნდურობის პრინციპი და ასევე დარღვევებით დანიშნა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ გედევან ფოფხაძე.
ასევე ივანიშვილის თქმით, ბესელიამ მოსამართლეთა არჩევის საკითხი გადადგომის მიზეზად დაასახელა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და სამწუხაროა.
კითხვაზე, ხედავს თუ არა ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ საკუთარ თავს გუნდში, გოგიჩაიშვილი პასუხობს, რომ ხედავს.
„ეს არ არის ისეთი განცხადება, რომლითაც მე რაღაცები უნდა დავინახო. წყალგამყოფი არის კენჭისყრა – პარლამენტი დაუჭერს თუ არა მხარს ჩინჩალაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ კენჭისყრას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არის წყალგამყოფი. ვფიქრობ, გვაქვს რესურსი, გუნდის წევრები დავარწმუნოთ, რომ ეს არის ცუდი სია, რომ ჩინჩალაძე არის ცუდი წარსულის ადამიანი“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა და აღნიშნა, რომ სია პარლამენტიდან გაწვეული უნდა იყოს.