ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს იზიარებს. მან ამის შესახებ განცხადება ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გააკეთა.
“თვითონ რაკურსი, საკითხის ამგვარად დაყენების არასწორია და ჩახლართულია. არის პოზიცია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი იზიარებს და მხარს უჭერს როგორც პარტიის ლიდერი და ეს არ ნიშნავს, რომ კონფლიქტში ჩართულ რომელიმე მხარეს უჭერს მხარს. აზრები განსხვავებულია, თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ეკა ბესელიას ბრალდება ან არაგულწრფელობა, ან სახელმწიფო პოზიციების წინაარმდეგ დაკავებაა. ნუ ვიქნებით ორიენტირებული სკანდალზე. ფაქტია, რომ მოსაზრებები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. პოლიტიკაში აზრთა სხვადასხვაობა ნორმალურია. რა თქმა უნდა, შესაძლებელია გუნდი გაიყოს, თუმცა, ეს როდის მოხდება, არ ვიცი.
გარიცხვა - ეს სიტყვაც სკანდალზე ორიენტირებული ტერმინია. ვეცდებით მივიღოთ ოპტიმალური გადაწყვეტილება. განსხვავება არ მდგომარეობს მოსამართლეთა საკითხის ირგვლივ. განსხვავებაა ჩვენს მოსაზრებებში, ქმედებებთან დაკავშირებით. რეალურ ვითარებასთან შეუსაბამო იყო ეკას და გედევანის მოქმედებები. მე არანაირად არ ვგულისხმობ და განვიხილავ ჩემს თავს მათ რიგებში, ვინც ფიქრობს სწრაფი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება მოახვიოს ქვეყანას. ამაზე მიუთითებდა ეკა. გულნატკენი დავრჩი ამის გამო. რაც არ ხდება, იმაზე აპელირება სწორი საქციელი არ მგონია. ფაცი-ფუცით და დაჩქარებული წესით, არ შეიძლებოდა მოსამართლეების საკითხის განხილვა. იმაზე საუბარი, რომ გუნდს გადაწყვეტილი ჰქონდა პრინციპის წინაარმდეგ წასულიყო, ეს არის არასწორი და აქ გვაქვს განსხვავებული მოსაზრებები”, - განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილმა დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა და ეკა ბესელია გუნდის და გუნდურობის წინააღმდეგ მოქმედებაში დაადანაშაულა.