მორჩით სრიალს, ხალხი იღუპება, შუშის სასახლე ვერ გიშველით, შუშაა მაინც, იოლად იმსხვრევა -

მორჩით სრიალს, ხალხი იღუპება, შუშის სასახლე ვერ გიშველით, შუშაა მაინც, იოლად იმსხვრევა -

პუბლიცისტი და "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი აქტიური სახე თაკო ჩაკვიანი "ქართული ოცნების“  ექვსწლიან მოღვაწეობას აფასებს.

"ხელისუფლებავ!!!!!!!!!! 6 წელი- ახლა თვალი გადავავლე, ამ ხელისუფლების "მოღვაწეობას", მომაგონდა "ტრაქტორების" საქმე, ( კაცს თავი მოჭრეს საქვეყნოდ, უმსხვილეს კორუფციაში დასდეს ბრალი, მოგვიანებით, (დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, თანამდებობა შესთავაზეს), ირაკლი ალასანიას მიმართ "საბოტაჟი", გახსოვთ ალბათ, "ცნობილი" პრესკონფერენცია ივანიშვილისა, საზოგადოებისთვის (ჩემს გარშემო ყოველშემთხვევაში) გამაოგნებელი, პირველი გამოკვეთილად უარყოფითი შთაბეჭდილება, მაშინ შემექმნა იმ "ჭორ-პასუხით". მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდაცვის სისტემაზე ხელი უნდა მოეწერა ალასანიას, თან 'ზოგიერთებმა" იეჭვიანეს, არიქა ივანიშვილი პრემიერობას უპირებს ალასანიასო და ამუშავდა, "პატარა კაცების მანქანა" (სიმაღლეს არ ვგულისხმობ, სიტყვა "პატარაში"). რაც ამ ოჯახს ტალახი ასხეს, რა ვიცი აბა, მართლა დიდი კეთილშობილება და ინტელექტი უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასე ღირსეულად აიტანო და მოითმინო,  შემდეგი იყო "კაბელების საქმე"- უდანაშაულო ხალხი ციხეში ჩასვეს ( ვიღაცის ხუშტურით) წელიწადი და 6 თვე ისხდნენ. მოგვიანებით გაამართლეს და გამოუშვეს - ჩვენც გახარებულები ვიყავით ყველანი, რომ გამოუშვეს.  არადა, რომ დაფიქრდები, რომ წელიწადი და 6 თვე ადამიანები უდანაშაულოდ ისხდნენ (მე ახლა, უცებ რაც მაგონდება, იმას ვწერ, უეჭველად გამომრჩება რაღაც - უმსხვილესი, მაგრამ უნდა მომიტევოთ), შეძრწუნდები კაცი, პარალელურად - კორცხელში "მიდიიიის" თავდასხმები, ცემა-ტყეპა პოლიტიკურ ნიადაგზე და არა მხოლოდ კორცხელში, გვესმის ნარკოტიკის "ჩადებები"( ელისო კილაძის შვილს-დათო ხარჩილაძეს ვგულისხმობ, რომელიც დიიდი ბრძოლის შემდეგ) უდანაშაულოდ სცნეს მოგვიანებით და გაამართლეს) ამ ტიპის კატასტროფული "ჩადება" ნარკოტიკის - მაგალითი ამისა, არა ერთი იყო, მოგვიანებით და მოვლენათა პარალელურად ხდება "გადაპორტირება" უმრავლესობაში დამნაშავე მოსამართლეებისა და გირგვლიანის საქმეზე ხელისმომწერი მურუსიძე დაწინაურებულად გვევლინება. ყველაზე პარადოქსალური კი ის გახლავთ, რომ მთავარი პროკურორის მოადგილედ ინიშნება "საქვეყნოდ ცნობილი, საქმენი საგმირონიათი" ლაშა ნაცვლიშვილი, ეს ხელისუფლება "აცოცხლებს'" ძველ კადრებს- უშიშროების " ბებერ -პოლიტიკურ გვამებს", ჰქმნის ( უფრო სწორად- აღადგენს, უბინძურეს ჭორების გამავრცელებელ მანქანას, რომელსაც კვებავს ბიუჟეტიდან გატანილი და მოპარული ფულით, რადგან ბიუჟეტის ძარცვაზე და გატანილ 700 მილიონზე და 40 მილიონზე, თავად ივანიშვილი ალაპარაკდა პრესკონფერენციაზე (ოღონდ, ჯერაც გამოძიებული არ არის). პარალელურად გვესმის ჰონორარების თუ "დანამატების" უთავბოლო გაცემა მარალჩინოსნებზე (ერთგვარი - ლაგამი სამომავლოდ, რომ ვინმემ ხმა არ ამოიღოს, რადგან კორუფციის ჭაობში, რომ ჩაითრევენ ადამიანს, ცხადია იმას, სამუდამო სიჩუმესაც მოსთხოვენ (აბა,  ისე სად არის - "ბაირამობა"). ამ ყველაფერს- ანუ გადმოპორტირებას, დამნაშავეების პოლიტპატიმართა სიაში მოთავსებას, ამ ყველაფერს სახელი ხომ უნდა მოუძებნონ და მოუძებნეს კიდევაც და "კოჰაბიტაცია" დაარქვეს. "კოჰაბიტაციაში" შედიოდა ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ,კადრების გავრცელება-არ გამოძიება, დიახ "კოჰაბიტაციაში" შედიოდა, ადამიანებს და ოჯახებს თავები რომ კინაღამ მოაკვლევინეს ( ყოფილი ხელისუფლების დროს იღებდნენო-იყო პასუხი).   "გადამღები" გავიგეთ და "გამშვები" და გამომქვეყნებელი და ამ ყველაფრის "გამპრავებელი" როგორია???!!! ამ ყველაფრის პარალელურად ერთი კარგი რამ ხდება - ვიზალიბერლიზაციაა. მართლაც კარგი, მაგრამ ესეც უბედურებად შემოგვიბრუნდა და აი რატომ? - იმიტომ, რომ რეგულიაციების გარეშე, ამ პატარა დაბალი ეკონომიკიური განვითარების ქვეყანაში, თუ არ დარეგულირდა მიწის კანონის - რეგულიაციების გარეშე, აი ასე, მოხდება- ამ გაჭირვების დროს, მოხდება გადინება ქართველებისა და საერთოდ ჩვენი მოქალაქეებისა ემიგრაციაში, ხოლო მცირე- მწირი ინვესტიციით, შემოდინება უცხო ქვეყნებიდან მხოლოდ, ახლა დაფიქრება და უბრალო არითმეტიკა დაგვჭირდება, რომ დავიანგარიშოთ, რით შეიძლება ეს დამთავრდეს!!!!!!!! ვაგრძელებ ჩამოთვლას "საქმეებისას" რაც ამ ხელისუფლებამ ჩაიდინა და ვღელავ, რადგან ვხედავ, იმდენია, რომ ვერ "ვერევი",( უეჭველად გამომრჩება და მომიტევეთ, თქვენ გენაცვალეთ) და აი, მივადექი უსერიოზულეს და შემაძრწუნებელს - დანაშაულს პრაქტიკულად - ეს მაჩალიკაშვილის მკვლელობაა, რომელსაც არ იძიებენ. ანდა ვინ უნდა გამოიძიოს, "თავის -თავს", ხომ არ გამოიძიებენ, ჩაცხრილეს ბიჭი ლოგინში, რომელიც თურმე არც კი განძრეულა - ეძინა. დათუნა სარალიძის გამოუძიებელი მკვლელობა- გამქრალი სამხილები - ეს ის საქმეებია, სადაც პირდაპირ იკვეთება სახელმწიფოს ბრალეულობა - დაფარვის მიზნით. (პატარა ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოუძიებლობა, რითიც გაითქვა სახელი ამ ხელისუფლებამ დასაწყისშივე) - პარალელურად, მე აღარ ჩამოვთვლი და არ ვსაუბრობ იმ უსუსურებაზე, თბილსში წყალდიდობის დროს რაც გადავიტანეთ. მთელი ქალაქი - ზოოპარკიდან გაქცეულ ვეფხვს რომ ვემალებოდით და ბოლოს "აბრეშუმის ფაფრიკის "ტერიტორიაზე კაცი რომ იმსხვრეპლა. ვინ ჩამოთვლის ამ უბედურებებს და "კრეტინიზმს". აღარც უპრეცენდენტო გაყალბებაზე ვსაუბრობ. პრაქტიკულად, პრეზიდენტი არ გვყავს, რადგან ისე გააყალბეს არჩევნები და ისეთი ვიდეო-კადრები - ფაქტები დაიდო, რომ არ შეიძლება ეს ქალბატონი (რომელიც ჩვენს ქვეყანას ომის დაწყებას აბრალებს) ლეგიტიმურად ჩაითვალოს. მაგრამ აი, რამ გადამაწყვეტინა ამ სტატუსის გამოქვეყნება: შიმშილია გარეთ, ყველაფერი გაძვირდა (რუსთავი 2 გამორთეთო და ვერ იგრძნობთო, კი გვითხრა ბიძინამ), მაგრამ გაუსაძლისი გახდა ხალხის ყოფა. ეკონომიკის მინისტრის ცინიზმი, იმის თაობაზე, რომ ხალხის გაჭირვებასთან არანაირი კავშირი არ აქვს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ( ეკონომიკურ განვითარებასაც კავშირი აქვს ბ-ნო მინისტრო და ინტელექტუალურ განვითარებასაც - ისე ცნობისთვის). ჰოდა, რომ თვლით, რომ არ აქვს, იმიტომ არის ეს ქვეყანა, მაგ ინტელექტით ჭაობში. სამაგიერეოდ, მაღალჩინოსნები აგარაკებს იშენებენ და ქონებას აგროვებენ.  ყველაფერს აკეთებენ, შერჩევითი სამართალიდან დაწყებული, დედის გვარის შეცვლით დამთავრებული, მთავარია ქონება გადაარჩინონ. ბიუჯეტს ძარცვავენ, მაგრამ არც ამიტომ ვწერ ახლა.....ხალხი იხოცება "ღორის გრიპით", წარმოუდგენელი ვითარებაა - ქალაქის "მერი- მოდელი"- ალპებში პოზირებს. ჰოდა მინდა,  ცოტა ხნის წინ მისივე სიტყვები შევახსენო, რომელიც სრულიად უტაქტოდ და მიზანმიმართულად, დაპირისპირების გასაღვივებლად წამოისროლა, როცა ჩემს ოჯახს ქუთაისის აეროპორტში თავს დაესხნენ, ჩვეულებრივი ბანდიტი - პროვოკატორები ( ერთი, აქედან მისი - საკრებულოს თანამშრომელი გახლავთ) შევახსენო - დიახ 'რასაც დასთესთ, ხელისუფლებაში მყოფი უპასუხისმგებლო ადამიანები, თქვენი უპასუხისმგებლო ქმედებით, იმას მოიმკით და ეს ძალიან მალე იქნება. ამის გარანტიას გაძლევთ!!! ახლა კი, ჩამოდით მთის კურორტებიდან, მორჩით სრიალს და ქვეყანას მიხედეთ. ხალხი იღუპება ყოველდღე, შუშის სასახლის მფარველობა ვერ გიშველით - შუშააა მაინც - იოლად იმსხვრევა!!!!!!- მე მითქვამს დააა“...წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.