სმარტფონებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხალხის დამოკიდებულებამ შესაძლოა ანტიქრისტემდე მიგვიყვანოს – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა კირილიმ რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში. მისი განმარტებით, ხალხი უნდა უფრთხილდეს მსოფლიოს ქსელში ჩართულ ელექტრო-მოწყობილობებს, რადგან ამით კაციობრიობაზე გლობალური კონტროლის დამყარებაა შესაძლებელი.
„ანტიქრისტე არის პირი, რომელიც მსოფლიო ქსელის სათავეში მოექცევა და კაცობრიობას გააკონტროლებს. ყოველ ჯერზე, როდესაც გაჯეტებს მოიხმართ, თქვენი ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენაა შესაძლებელი, ასევე შეუძლიათ თქვენი ინტერესებისა და შიშების გაგებაც. ამ მეთოდებითა და ტექნოლოგიებით შესაძლოა მომავალში ეს ინფორმაცია თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. ამ ცოდნის ხელში ჩაგდებით, ვიღაცა დიდ ძალაუფლებას მოიპოვებს და რა მოხდება მაშინ? მსგავსი კონტროლის დამყარება ანტიქრისტეს მოსვლაზე მიგვითითებს”, – აცხადებს რუსეთის პატრიარქი.