“სასწრაფოს მძღოლს, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა ჩაეძინა” – ვაკეში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

“სასწრაფოს მძღოლს, რომელსაც პაციენტი გადაჰყავდა ჩაეძინა” – ვაკეში მომხდარი ავარიის ახალი დეტალები

ტრაგედია ჭავჭავაძის გამზირზე - გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია 12 ადამიანი. კატასტროფა სამშენებლო კომპანია "რედიქსის" მშენებარე კორპუსთან იმ დროს მოხდა, როცა ობიექტის მუშები მათთვის განკუთვნილ ჯიხურში შედიოდნენ. მათ სასწრაფო დახმარების მანქანა დაეჯახათ. რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი, ამას გამოძიება ადგენს. ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

“ოთახში ვისხედით 14 ბიჭი იყო, ამ დროს გავიგონეთ ხმა რომ დაეჯახა. ზოგს ფეხი მოტეხილი, ზოგს თავზე ტრავმა, ერთი საერთოდ გადახრილი იყო და აღარ არის, დაიღუპა"-ამბობს სამშენებლო ობიექტის წარმომადგენელი.

სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი რატი ცქიტიშვილი ამბობს, რომ სულ მათი ცხრა თანამშრომელი დაშავდა და ისინი საავადმყოფოებში არიან გადანაწილებული. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი და დაშავებული მუშები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან, სიმართლეს არ შეესაბამება. ცქიტიშვილის თქმით, ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა.

თვითმხილველების თქმით, სასწრაფო დახმარების მძღოლს ჩაეძინა.

დაშავებული სამი პირი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული. დანარჩენები ქირურგიის ეროვნული ცენტრში, რეგიონალურ ჰოსპიტალში და ჰელსი ჯორჯიაში არიან მოთავსებული.

დაშავებულებს ძირითადად მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ და ასევე ორ პირს აქვს მსუბუქი ტვინის შერყევა.

უბედური შემთხვევის დროს დაზარალებულია 9 მუშა, ხოლო დანარჩენი დაშავებულები სამედიცინო პერსონალია.

"კლინიკაში შემოყვანილ პირებს აღენიშნებათ, მსუბუქი დაზიანებები და ამ წუთებში უტარდებათ კვლევები. მათი დიაგნოზია ქალა ტვინის დახურული ტრავმა და ტვინის შერყევა" - აღნიშნა ღუდუშაურის კლინიკის ექიმმა მარინე გელანტიამ.