"არ გაიწვევენ ამ სიას, გაიწვევენ მდინარაძეებს და ზარდიაშვილებს პარლამენტიდან და ეს არ გადაცდება გაზაფხულს"- აცხადებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით. მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ამბობს, რომ სიის უკან დიდი პოლიტიკური წონის მქონე ადამიანი დგას:
"იმაში ვარ დარწმუნებული რომ სამართლიანობას ებრძვის დღეს "ქართული ოცნება." ალბათ უფრო დიდი პოლიტიკური წონის მქონე ადამიანი დგას იმიტომ, რომ ისინი ისე თავხედურად ესაუბრებიან საზოგადოებას, რომ ეს მდინარაძის მხარდაჭერილ კანდიდატებს არ გვანან,"-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.