"ვიცი სექტანტები "შემაჩვენებენ", მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას"

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"რასაც ახლა ვიტყვი, ვიცი რომ ამის გამო სექტანტები "შემაჩვენებენ", მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას! კონსტანტინეპოლის პატრიარქი, ანუ “მსოფლიო პატრიარქი” ბართლომე ძალიან დიდ პროვოკაციაზე წავიდა!.. რაც მან მოიმიქმედა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსის მიცემით, მას ამის გაკეთების უფლება (მითუმეტეს ამ ფორმით) არ ჰქონდა!

პატრიარქ ბართლომეს საეკლესიო მსჯავრდებისათვის საკმარისია ის ფაქტიც, რომ მან, 2005 წელს, უკანონოდ, ცილისწამებით და ანგარებით ჩამოაგდო ტახტიდან იერუსალიმის პატრიარქი ირინეოსი… 80 სწლის მხცოვანი იერუსალიმის პატრიარქი ქრისტეს საფლავიდან 50 მეტრში, ცხრაკლიტულში იყო გამოკეტილი და საკვებს თოკზე გამობმული კალათით აწვდიდნენ", – წერს ზაქარეიშვილი.