სახალხო პროტესტი აფხაზეთში - დე ფაქტო შსს ყაჩაღობაში ე.წ. დეპუტატის მონაწილეობას მალავდა

სახალხო პროტესტი აფხაზეთში - დე ფაქტო შსს ყაჩაღობაში ე.წ. დეპუტატის მონაწილეობას მალავდა

აფხაზეთის დე ფაქტო რესპულიკის ე.წ. შს სამინისტრომ 29-31 დეკემებრს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4 პირი დააკავა, რომელთაც შეიარაღებული ყაჩაღობა ედებათ ბრალად. ამ ფაქტს აფხაზურ საზოგადოებაში სერიოზული ვნებათაღელვა მოყვა.

ამის მიზეზი ისაა, რომ დე ფაქტო შსს რამდენიმე დღის განმავლობაში არ ახმაურებდა დაკავებულთა ვინაობას. შემდეგ კი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ერთ-ერთი დაკავებული ხელისუფლების წარმომადგენელი იყო. კერძოდ კი, ოჩამჩირის დე ფაქტო რაიონული კრების „დეპუტატი“ რამინ მიქვაბია.

ცნობისთვის, ყაჩაღობა 2018 წლის 12 დეკემბერს მოხდა. ნიღბიანი შეირაღებული ადამიანთა ჯგუფი თავს დაესხა სასწრაფო დახმარების მანქანას, რომლითაც ტყვარჩელის საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი ხელფასი გადაჰქონდათ 1 მილიონ 280 ათასი რუბლის (დაახლოებით 51 200 ლარი) ოდენობით.

თავდასხმის შემდეგ შეირაღებული მძარცველები მიიმალნენ, საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ სამართლადამცავებს მიმართა, თუმცა  თავდაპირველად დე ფაქტო შს სამინისტრო ძარცვის ამ ფაქტს არ ახმაურებდა.

ეჭვმიტანილთა დაკავება, „ოფიციალური“ ინფორმაციით, წინასაახალწყო დღეებში, 29-31 დეკემბერს მოხდა. თუმცა, დე ფაქტო შსს კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე დაკავებულთა ვინაობას მალავდა, რასაც აფხაზური საზოგადოების ნაწილის პროტეტის მოყვა. უკმაყოფილო მოქალაქეები „ფეისბუქში“ წერდენ, რომ აფხაზეთში მსგავსი შეირაღებული თავდასხმები გახშირდა, რომელშიც კრიმინიალების გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლებიც ფიგურირებენ.

საბოლოოდ დე ფაქტო შსს იძულებული გახდა არა მხოლოდ ყაჩაღობისთვის დაკავებულთა ვინაობა დაესახელებინა, არამედ მათი ფოტოებიც გამოექვეყნებინა. მათი ცნობით, „დეპუტატი“ მიქვაბია, რომელსაც „სადეპუტატო იმუნიტეტი“ იცავს, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება და სასამართლოს ელის.