8 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობა გორში - საქმეში შესაძლოა, სხვა პირებიც ფიგურირებენ

8 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობა გორში - საქმეში შესაძლოა, სხვა პირებიც ფიგურირებენ

8 წლის ნანიკო ბერიანიძის სასტიკი მკვლელობა გორში - ტრაგიკული შემთხვევიდან სამი თვე გავიდა თუმცა, გამოძიება კვლავ იმაზე მუშაობს თუ რა ვითარებაში მოხდა მცირეწლოვანის მკვლელობა.

როგორც ოჯახისთვის ცნობილი გახდა, გამოძიების პირველი ეტაპი დასრულდა თუმცა, ბრალდებულ იაგო ნებიერიძის მიმართ საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.

გარდა ამისა, გამოძიება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოკვეთაზეც მუშაობს. ამის გადაწყვეტილება პროკურატურამ მას შემდეგ მიიღო, როდესაც ბრალდებულის ანაბეჭდები საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე არ აღმოჩნდა.

8 წლის გოგონას ცხედარი 25 ოქტომბერს იპოვეს. მომხდარში ბრალდებული 34 წლის წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძეა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.