სააკაშვილი ემზადება საქართველოში დასაბრუნებლად - მოვემზადოთ სიტუაციის შესაცვლელად

სააკაშვილი ემზადება საქართველოში დასაბრუნებლად - მოვემზადოთ სიტუაციის შესაცვლელად

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბელგიაში თანამემამულეთა მსოფლიო კრებაზე მიდის, სადაც საუბარი იქნება საქართველოს განვითარებაზე, მოქალაქეების ერთობაზე და თანადგომაზე.

ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. "მეც მივდივარ აქ. მინდა მოვისმინო ახალი იდეები საქართველოს განვითარებაზე, აღმოვაჩინო ახალი ნიჭიერი ადამიანები და მოვემზადოთ ყველა ერთად საქართველოში დასაბრუნებლად და სიტუაციის შესაცვლელად", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ქართველთა კრება ბელგიის ქალაქ ლიეჟში 10 თებერვალს 17:00 საათზე გაიმართება.