გავრცელებულ ვირუსებთან დაკავშირებით ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:
“მეგობარი გარდამეცვალა გრიპით. წარმოუდგენელი შოკია. 21-ე საუკუნეში გრიპით მოკვდა 41 წლის ჯანღონით სავსე გოგო. რა ვთქვა, არ ვიცი.
სრული კატასტროფა ხდება ქვეყანაში. გრიპის პანდემიაა, ფაქტიურად და ხელისუფლება მხოლოდ ინფორმაციის დამალვითაა დაკავებული. ხალხი კი ამასობაში კვდება პანტაპუნტით”, - წერს გვარამია “ფეისბუქის” გვერდზე.