„ეს საკითხი გახდა საჯილდაო ქვა, რომელმაც შეიძლება „ქართული ოცნების“ ბედი გადაწყვიტოს“, - ასე ეხმიანება „რეზონანსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მმართველ გუდში მოსამართლეების სიასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას.
„აქ მნიშვნელოვანი იქნება ივანიშვილის როლი, რომელიც არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარე, არამედ დამფუძნებელი და დამფინანსებელიც არის. სწორედ მას მოუწევს საკითხის ისე გადაწყვეტა, რომ პარტიას სახე და მთლიანობა შეუნაჩუნოს.
„ივანიშვილს ასევე მოუწევს არჩევანის გაკეთება ორ წონიან ფიგურას შორის და ალბათ ინფორმაციას ორივეს მხრიდან იღებს. როგორც ჩანს, კობახიძეს მიღებული აქვს მოქმედების თავისუფლება, რადგან ასეთი გაბედულ ნაბიჯებს არ გადადგამდა. ასევე შეეცდებიან ბესელიას შემორიგებასაც, თუ არა და მზად უნდა იყვნენ იმ გეგმისთვის, რა მოჰყვება ბესელიას გადასვლას ოპოზიციურ ფლანგზე პარტიულ პოლიტიკაში.
„რაც შეეხება გუნდის დაშლას, ჯერ „ოცნება“ არ იძირება, თუმცა ქვემოთკენ მოძრაობს. პროცესების დაქარების შემთხვევაში, ბესელიას შეიძლება გუნდის სხვა წევრების მიყვნენ, რომლებიც წინასაწარ დაიჭერენ თადარიგს, რადგან კაცმა რა იცის, რა მოხდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ამიტომ არ არის გამორიცხცული, რომ პარტიაში სერიოზული ცვლილებები დაიწყოს“, - განაცხდა კორნელი კაკაჩიამ.