ცნობილ მსახიობ ლია ახეჯაკოვას არაერთხელ გამოუხატავს საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მიმართ. საბჭოთა კინოლეგენდა რუსეთის პირველი პირს ხშირად აკრიტიკებს.
მიუხედავად იმისა, რომ პუტინის რეჟიმის აგრესიულ პოლიტიკასთან უთანხმოების გამო, მუდმივად ზეწოლას განიცდის, არც ამჯერად მოერიდა მკაცრ განცხადებებს და მსოფლიო საზოგადოებას პუტინის ქმედებების გამო ბოდიში მოხადა და პატიება სთხოვა.
ახეჯაკოვამ საახალწლო ღამეს ერთ-ერთი რუსული ტელეარხის, "დოჟდის" ეთერში გააკეთა განცხადება. მან მწვავედ გააკრიტიკა პუტინი იმ ქმედებებისთვის, რაც მან წარსულში ჩაიდინა და ამისათვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
"ამ წელს რუსეთმა დიდი რაოდენობით დოპინგი მიიღო, მოწამლა ბრიტანეთის მოქალაქეები და ამერიკელი კოსმონავტების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. ერთი სიტყვით, მან ისეთი რამ გააკეთა, რის გამოც ჩვენი, მომავალი თაობების და მთელი მსოფლიოს წინაშე ბოდიშის მოხდა მოუწევს", - განაცხადა ახეჯაკოვამ და იქვე დასძინა, რომ რთულია ბოდიშის მოხდა, რადგან კრემლიც კი არ ფიქრობს უკან დახევაზე და უკვე გეგავს ახალ "სიბინძურეებს".
მან მსოფლიო საზოგადოებას პატიება სთხოვა იმის გამო, რომ რუსეთის ფედერაციის მოსახლეობამ ერთხელ აირჩია პუტინი და უკვე 20 წელია გრძელდება უზურპატორი და აგრესორი მმართველის პოლიტიკა.
"ბოდიშს ვიხდი ყველას წინაშე, რადგან ჩვენ რუსები ვართ" - განაცხადა ახეჯაკოვამ