"ივანიშვიული მომწონდა და მისი მხარდამჭერი ვიყავი, რადგან ქველმოქმედებას ეწეოდა, მაგრამ მერე გავიგე, რომ პოლიტიკაში წავიდა და ეს უკვე აღარ მესიამოვნა", - ამის შესახებ განცხადებას მომღერალი ბუბა კიკაბიძე აკეთებს.
"მას პირადად არასოდეს შევხვედრივარ, არც მიწვევა მქონია მასთან როდესმე. ჩემს კონცერტზე იყო ერთხელ მოსული და როგორც ჩემმა პროდიუსერმა მითხრა, გარკვეული ფინანსური დახმარებაც გასწია კონცერტისთვის. ივანიშვიული მომწონდა და მისი მხარდამჭერი ვიყავი, რადგან ქველმოქმედებას ეწეოდა, მაგრამ მერე გავიგე, რომ პოლიტიკაში წავიდა და ეს უკვე აღარ მესიამოვნა. მთელი საქართველო ყირამალა დადგა, ვიდრე არ მოიყვანეს და ალბათ მაგის საქმეა პოლიტიკა, რა ვიცი, აბა. იმიტომაც ვართ "კარგად"!", - აცხადებს კიკაბიძე "კვირის პალიტრასთან".