„სიტყვის თავისუფლებას ამოფარებული ბევრია“ - მეუფე იაკობი სინოდის წევრებზე

„სიტყვის თავისუფლებას ამოფარებული ბევრია“ - მეუფე იაკობი სინოდის წევრებზე

ქორეპისკოპოსი იაკობის განცხადებით, სიტყვის თავისუფლებაზე განმარტება, რომელზეც ილია მეორე ეპისტოლეში საუბრობს, საპატრიარქოსა და წმინდა სინოდის წევრებს ეხებათ.

„უწმინდესი, რაღაც პრობლემა რომ დგება ხოლმე ამბობს, რომ ჩვენში რაღაც შიდა დაძაბულობები არ იყოს, ალბათ უფრო ამაზე ჰქონდა აქცენტი.

ზოგადად, სიტყვის თავისუფლებას ამოფარებული ბევრია და ბევრს არასწორად ესმის. უცხოეთში სიტყვის თავისუფლება მასე არ განიმარტება და თავის შეზღუდვები მაინც აქვს," - ამბობს მეუფე იაკობი.