კაჭრეთში ჩვეულებრივი სემინარია, რომელზეც მე არავის მივუწვევივარ და არც მგონია, რომ ჩემი იქ ყოფნა აქტუალური იყოს, - ასე ხსნის გედევან ფოფხაძე მის არყოფნა კაჭრეთში, უმრავლესობის შეხვედრაზე.
„ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში" მმართველი პოლიტიკური გუნდის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
„მე ვიცი, რომ იქ არის სამუშაო სემინარი, არანაირი განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვა ამას არ აქვს. ჩვეულებრივი სემინარია, რომელზეც მე არავის მივუწვევივარ და არც მგონია, რომ ჩემი იქ ყოფნა აქტუალური იყოს. არ მგონია, რომ ეს სემინარი იყოს პოლიტიკურად მნიშვნელოვანი. მე არ ვიცი რა შემადგენლობით იმყოფებიან კაჭრეთში და არ მგონია, რომ მაინცდამაინც პოლიტიკურ საკითხებთან იყოს დაკავშირებული. სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ყველას გვაქვს ჩვენი აზრი, ამიტომ მოვხვდებით სემინარზე, თუ არა, ეს არ არის რაიმეს განმსაზღვრელი", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში.