ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და შტორმი - საქართველოში ამინდი გაუარესდება

ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და შტორმი - საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 9 იანვარს საქართველოს მთიან და მაღალმთიან ზონაში კვლავ მოსალოდნელია რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა,ზოგან ნისლი და ქარბუქი.

ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.