"ბიძინა ივანიშვილის დუმილი მიმაჩნია სწორად"

ბიძინა ივანიშვილის დუმილი მიმაჩნია სწორად, რადგან დაკვირვება ხდება რომელ გუნდს რა ღირებულებები გააჩნია, რა ინტელექტუალური რესურსი და რა გავლენები აქვს, - ასე აფასებს მმართველ გუნდში მიმდინარე დაპირისპირებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დუმილს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ახლა დაკვირვების რეჟიმშია თუ რა ხდება გუნდის შიგნით.

„იგი უყურებს გუნდის შიგნით მიმდინარე დაპირისპირებას, რაც ზოგადად, პოლიტიკური ცხოვრებისთვის სრულიად ნორმალური პროცესია. ბიძინა ივანიშვილი მეორედ როდესაც დაბრუნდა პოლიტიკაში, თქვა, რომ მისი დაბრუნება გამოწვეული იყო გუნდის შიგნით არსებული ვითარებით. დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, ინტერესთა ჯგუფებს შორის დაპირისპირება საკმაოდ მწვავე ფაზაში შევიდა. ამ ეტაპზე ვერ ვიტყოდი, რომ „ქართულ ოცნებაში" მარტივი ვითარებაა.

მე ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის დუმილი მიმაჩნია სწორად, რადგან დაკვირვება ხდება რომელ გუნდს რა მორალური ღირებულებები აქვს, რა ინტელექტუალური შესაძლებლობები, რა რესურსები და რა გავლენები აქვთ. ივანიშვილის მხრიდან რომელიმე გუნდის გვერდით დადგომა და ამ გუნდის ხელოვნურად გადარჩენა, არ ნიშნავს გუნდის სიცოცხლის უნარიანობას", - განაცხადა ლაგაზიძემ.